ივნისი-ოქტომბერში საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება
ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
GCAA-ს ცნობით, ეს რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.
ირკვევა, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში სულ 13 600 ავიარეისი შესრულდება. 2 480 რეისი ევროპის მიმართულებით იქნება, რაც საერთო რაოდენობის 18%-ია.
განცხადების თანახმად, დაგეგმილი 13 600 რეისიდან 18% ევროპაში, 17% გალფის ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი, კატარი), 13% რუსეთში, 52% კი ჯამურად დანარჩენ ქვეყნებში შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება სრულად ნახეთ აქ