ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა?
იდენთიფიცირებულია კაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ცოლი და სიდედრი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ 27 წლის გიორგი პირაშვილი რამდენიმე საათის წინ აიყვანა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.
სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"- წერს შსს ოფიციალურ განცხადებაში.
"პირველების" ინფორმაციით პირაშვილმა დანაშაული აღიარა და პოლიციას თავად ჩაბარდა.