საქართველო EU-ს გარეშე რჩება?

22.05.24 20:21
საქართველო EU-ს გარეშე რჩება?

შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებაზე გადადის ევროკავშირიც - "ქართული ოცნება" ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს. რუსული კანონი ევროკავშირის საზღვრების ჩაკეტვის მიზეზი ხდება.  საქართველოსთვის შემაკავებელ ზომებზე ბრიუსელში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. "უვიზო მიმოსვლის  და ფინანსური დახმარების შეჩერება" - სწორედ ეს პაკეტი წარედგინება ევროკავშირს.  უკვე ცნობილია ის ოთხი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიმართ მკაცრი შეზღუდვების გატარების ინიციატივას მომავალ კვირას დააყენებს. 

 ევროკავშირს საქართველოს მთავრობამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. ამიტომ გადაწყვეტილებები უმკაცრესი იქნება. ახლა სრულიად დასავლეთი ცდილობს შეაჩეროს ოცნება და ქვეყანა კრემლის მარწუხებისგან იხსნას. შედეგები კი საქართველოსთვის კატასტროფული იქნება. რიგები საელჩოებთან ვიზების მიღებაზე და ევროკავშირის  ფონდების გაყინვა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ათეულობით მილიონს დააკარგვინებს - ამ რეალობის წინაშე აყენებს ოლიგაქრი საქართველოს მოსახლეობას.

საქართველო EU-ს გარეშე რჩება?- ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები