ვენეციის კომისიის უმწვავესი დასკვნა - რას პასუხობენ ავტორიტეტული ექსპერტები "ოცნებას"?
"ქართული ოცნების" ცილისწამებამ საერთაშორისო სამართლის ექსპერტები შოკში ჩააგდო. ვენეციის კომისიაში გაოგნებას არ მალავენ. პასუხი ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მორიგი მხილება. როგორც ირკვევა კომისიის დასკვნა საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე დღით ადრე გადმოგზავნა ვიდრე გასაჯაროვდებოდა, თუმცა ოცნებას დოკუმენტთან შენიშვნები არ გამოუთქვამს. ბრალდებების კასკადი ევროპელი ექსპერტების მიმართ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
თუ არ გაითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლო გააუქმებს. ეს არის დასკვნის ავტორების პასუხი იმ ცილისწამების სერიაზე, რომელიც თბილისიდან ექსპერტების მისამართით ისმის. ასეთი პრეცედენტი უკვე არის. უნგრეთში მიღებული ანალოგიური კანონი, სწორედ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით შეაჩერეს. სტრასბურგის ვერდიქტის აღსრულება კი სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროსაბჭოს წევრია.