საზარელი დანაშაული რუსთავში - კაცმა ცოლი და სიდედრი 1 წლის ბავშვის თვალწინ მოკლა

22.05.24 20:30
საზარელი დანაშაული რუსთავში - კაცმა ცოლი და სიდედრი 1 წლის ბავშვის თვალწინ მოკლა

კაცმა ცოლი და სიდედრი 1 წლის ბავშვის თვალწინ მოკლა.  საზარელ დანაშაულზე დაკავებული გიორგი პირაშვილია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.  კაცმა  21 წლის ცოლს და სიდედრს   ჩასაფრება  იმ დროს მოუწყო, როდესაც მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები დედა- შვილისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.  სასტიკ ანგარიშსწორებას სასწაულით გადაურჩა მცირეწლოვანი

ბრალდებულის ავტომობილიდან ამოღებულია  დანაშაულის იარაღი- სანადირო თოფი, რომელიც კაცმა  სავარაუდოდ საგანგებოდ ამ დღისთვის იყიდა.   რუსთავში, მეზობლები პირველებს უყვებიან, რომ ბოლო პერიოდში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი  არსებობდა და ისინი ერთ სახლში არ ცხოვრობდნენ. მკვლელობის შემდეგ 27 წლის კაცს გაქცევა არ უცდია. მომხდარის შესახებ დუმილს ბრალდებული სავარაუდოდ ხვალ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს.

რუსთავში დედა-შვილი მოკლეს - მარიამ მაკასარაშვილი უმძიმესი ამბის დეტალებით

მსგავსი სიახლეები