უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.
ნადირაძის ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა.
რუსეთმა ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.