სამი მოსამართლე, ვისაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ ნიშნავენ - მათ მიმართ კითხვები არსებობს
ცნობილი ხდება იმ სამი მოსამართლის ვინაობა, ვისაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ ნიშნავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შემდეგ ეტაპზე ბადრი შონია, გოჩა ჯეირანაშვილი და გიზო უბილავა გადავიდნენ. სამივე მათგანთან მიმართებით ბევრი კითხვაა და ეჭვიც არსებობს.
მესამე სექტორში პირდაპირ ამბობენ, რომ კლანი პარლამენტს იმ ადამიანთა სიას უგზავნის დასამტკიცებლად, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ ეპარებათ. სხვა შემთხვევაშიი, ვერავინ ხნის, როგორ აღმოჩნდა თამაშგარე კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც არც სისტემის კრიტიკით გამოირჩეოდა და არც კლანის წინააღმდეგობით.
გოჩა ჯეინარაშვილზე, მაგალითად, არ გაკეთდება არჩევან, თუკი სისტემას უნდა, რომ პროფესიონალი მოსამართლეები შევიდნენ უზენაეს სასამართლოში. მას არ აქვს ისეთი გამოცდილება, ისეთი წარსული გამოცდილების საქმიანობა, რომელიც უმაღლეს ინსტანციაში უნდა გამოიყენოს, რბილად რომ ვთქვათ. ასეთივეა ბადრი შონია, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ იმით არის ცნობილი, რომ არის ამ ჯგუფთან დაახლოებული. ასეთ დროს კიდევ უფრო კლებულობს ხარისხი მართლმსაჯულების. როდესაც ასეთ არჩევანს სწორედ ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომელთა კეთილსინდისიერება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ბუნებრივია, რომ ნდობა ამ პროცესს ვერ ექნება და შეუძლებელია, რომ მათ მოახერხონ და აირჩიონ ზუსტად ისეთი კადრები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, - ამბობს „სასამართლო გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.
„დამოუკიებელი იურისტების“ ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ კლანი მოსამართლეებს არა კვალიფიკაციის, არამედ მათ მიმართ ერთგულებით არჩევს.
ამ მოსამართლეების მნიშვნელოვანი ნაწილი მოძრაობს მიხეილ ჩინჩალაძის ორბიტაზე. მაგალითად, ბადრი შონიამ თავისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა ჩინჩალაძესთან ერთად, როცა ის მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. რაც შეეხება გოჩა ჯეირანაშვილს, ჩენ ვნახეთ, რომ გასაუბრებაზე მან დაამტკიცა კლანისადმი ერთგულება, ის ასევე მოიაზრება კლანისთვის სანდო კანდიდატად. კლანი აკეთებს პრიორიტეტს კავლიფიცკაციასა და ერთგულებას შორის. მას სჭირდება უფრო მეტად ერთგული კადრი, ვიდრე კვალიფიციური კადრი, ამიტომ, როგორც ჩანს, ზურა ძლიერიშვილი არ ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმში, - ამბობს „დამოუკიებელი იურისტების“ ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი.
უზენაეს სასამართლოში ახლა 27 მოსამართლეა, აქედან 24 უვადოდ არის გამწესებული.