ქუთაისში საქართველოს ბანკში ნიღბიანი კაცი შეიჭრა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

23.05.24 12:04
ქუთაისში საქართველოს ბანკში ნიღბიანი კაცი შეიჭრა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაძე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში პოლიციაა მობილიზებული - ბანკში შეიარაღებული ნიღბიანი კაცი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და თანხას ითხოვდა. "პირველების" ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

საბოლოო ჯამში, კაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ შეძლო. ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა, დაიბნა და გაიქცა. 

პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ამ წუთებშიც ეძებს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები