სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი

23.05.24 16:12
სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული - სამართალდამცავებმა დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში უმისამართო სროლა დაიწყო. 

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ის ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მსგავსი სიახლეები