"გვინდა ყველას დავანახოთ მთავრობის ნამდვილი სახე... ეს არის ჩვენი ბნელი მომავალი" - აქცია-პრეფომანსი ბათუმში
რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია-პერფომანსი ბათუმში.
სტუდენტებმა პერფომანსით ის ბნელი მომავალი აჩვენეს, რომელსაც მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება უმზადებს საქართველოს მოსახლეობას თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით.
სიმბოლურად შავებში ჩაცმული ადამიანი დღევანდელ ხელისუფლებას შეადარეს და ყველას მისცეს საშუალება მის გაფერადებაში მიეღოთ მონაწილეობა.
გვინდა დავანახოთ ყველას მთავრობის ნამდვილი სახე. ეს არის ჩვენი ბნელი მომავალი, რომელიც დღევანდელი რეალობაა, თუმცა ყველას გვაქვს საშუალება გავაფერადოთ.
ჩვენ არ დავუშვებთ შავ-ბნელ საქართველოში ცხოვრებას და სწორედ ჩვენ გავაფერადებთ და გავანათებთ მომავალს, - ამბობენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.
სულ ცოტა ხანში სტუდენტები ბათუმში მარშს დაიწყებენ.
დღევანდელი აქცია ბათუმში სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებით დასრულდება.