განათლების კოალიცია დღევანდელ მარშს უერთდება

24.05.24 10:41
განათლების კოალიცია დღევანდელ მარშს უერთდება

განათლების კოალიცია თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე დაგეგმილ მარშს უერთდება.

როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში, 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

"მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე", - წერია განცხადებაში.

დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები