თავისუფლების მარში ქვეყნის გადასარჩენად - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს მსვლელობით შსს-თან მივლენ
თავისუფლების მარში ქვეყნის გადასარჩენად - თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - დღეს ამ მოწოდებით დედაქალაქის ქუჩებში ისევ გაბრაზებული მოქალაქეები აპირებენ გასვლას. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან და შსს-კენ მოსვლელობით წავლენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტაა.
ამ აქციების დროს ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო წარწერები გამოჩნდა, რომ 9 აპრილის შემეგ ქალები არ უცემიათ. ნამდვილად არ გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სამართალდამცავი ორგანოები ჩემზე, 21 წლის ბავშვზე ძალადობს. ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ თუ ვინმე დაიცავს სამომავლოდ მათ ინტერსებს, პირველ რიგში, ჩვენ, ქართველი ხალხი იქნება და არავითარი რუსული ხელისუფლება, - ამბობს აქციის მონაწილე.