რუსული კანონის მოწინააღმდეებს ერთი-მეორეს მიყოლებით აჯარიმებენ - რა ხდება საქალაქო სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვა გრძელდება. დილიდან მოსამართლემ უკვე 6 სამოქალაქო აქტივისტი დააჯარიმა. ყველას 2500 ლარის გადახდას აიძუელებენ. იმ მოქალაქეეების წინააღმდეგ, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, გამამტყუნებელი განაჩენები მოსამართლეებს ერთი-მეორის მიყოლებით გამოაქვთ.
აჯარიმებული აქტივისტები რბალის აბსურდულობაზე საუბრობენ.
ორი პოლიციელი დაიკითხა და ერთი ამბობდა, რომ წინ ვედექი და ისე ვიგინებოდი და მას შემდეგ მოხდა ჩემი დაკავება. რეალურად, ჩანს კამერაში, რომ უკნიდან მაკავებენ. ადამიანზე ძალადობდნენ და ამის ასახვა არ უნდოდათ ჩემს ტელეფონში, რომლითაც შემდეგ უკვე საზოგადოება ნახავდა პოლიციელები როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. ერთ-ერთი ჩემს გვერდზე იჯდა მანქანაში როდესაც დამაკავეს. ბორკილი მან დამადო და ასევე ეს ადამიანი მირტყამდა. სასამართლომ აბსოლუტურად არაფერი გაითვალისწინა, - ამბობს აქტივისტი.
ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიციელები ახალგაზრების მიმართ ცრუ ჩვენებებს აძლევენ.
ჩვენ რა ჩანაწერიც წარვადგინეთ, ცანდა, რომ ირაკლი საერთოდ არ არღვევდა კანონს, უბრალოდ, უღებდა სხვა დაკავებულს კადრებს. აქ ერთ-ერთი მოძალადე, რომელიც ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა ირაკლის, დღეს უკვე სასამართლოში იყო და ცრუ ჩვენება მისცა,. უნდა აიბარონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ეს დარახველიძე, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.