"ოცნება" უკან დახევას არ აპირებს - სამოქალაქო საზოგადოება საქმიანობის გასაგრძელებლად გზებს ეძებს

24.05.24 15:45
"ოცნება" უკან დახევას არ აპირებს - სამოქალაქო საზოგადოება საქმიანობის გასაგრძელებლად გზებს ეძებს

"ოცნება" უკან დახევას  და რუსული კანონის უკან გაწვევას არ აპირებს - სამოქალაქო საზოგადოება კი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მათი საქმიანობა. ერთ-ერთი ვერსია არის, მათ შორის შპს-ების დაარსებაა, რომლის ქვეშაც გააგრძელებენ ისინი საქმიანობას. 

თუ "ქართული ოცნება" კანონს ამ მიმართულებითაც შეცვლის, მაშინ მას მოუწევს, რომ კანონი გაავრცელოს უკვე ყველა ბიზნესზე, რაც მესამე სექტორის თქმით, ნიშნავს ამას, რომ ფაქტობრივად ეკონომიკის ჩამოქცევამდე მივა საქმე. 

გამოითქვა ერთი სტრატეგია, რომ იგივე სახელწოდების შპს-ები დაარსდეს. ასეთ შემთვხვევაში, "ოცნებას" მოუწევს იმასთან შეგუება, რომ იგივე ორგანიზაციები ახლა უკვე შპს-ებად დაფუძნებულები ისევე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ან მოუწევთ, რომ ეს ყველაფერი გაავრცელონ შპს-ებზე. შპს-ებზე თუ გაავრცელეს, მაშნ ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციები სწრაფად გადინებას დაიწყებს. ეს მართლა ჩამოშლის ეკონომიკას. ბნელ ოთახში ხელის ფათურის დონეზე რაღაცებს აკეთებენ და კიდევ უფრო ღრმად შედიან ჭაობში ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები