მზადება მარშისთვის - საქართველოს მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში გადიან
მარში თავისუფლებისთვის - დღეს საქართველოს რიგითი მოქალაქეები ისევ ქუჩაში გადიან. რამდენიმე საათში დედაქალქის ცენტრი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქართველებით გადაივსება. "არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას" - მოთხოვნები უცვლელია.
მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ზუსტად შვიდ საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე დედაენის პარკში მასწვალებლები შეიკრიბებიან. პედაგოგები, ვინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მომავალ თაობას ევროპულ მომავალს და არჩევანის უფლებას ართმევს. სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ დღეს ივანიშვილის პარტიას მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა უნდა გააგონოს საკუთარი ხმა.
ამ წუთებში ახალგაზრდები აქციის მონაწილეებისთვის საწვიმარებს და საყვირებს არიგებენ.
ჩვენი ამ აქციის მიზანი არის, რომ ადამიანები პროტესტს მომზადებულები შეხვდნენ. სულ არის ამის პრობლემა, ამიტომ, დღეს ჩვენ ვარიგებთ საწვიმრებს, სასტვენებს, პოსტერებისთვის ფორმატებს. დრეს წვიმა არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქციაზე ბევრნი ვიყოთ და მსვლელობაში ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა", - ამბობს ვადი მაჭავარიანი.