მარში თავისუფლებისთვის - დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა მიმდინარეობს

24.05.24 20:15
მარში თავისუფლებისთვის - დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა მიმდინარეობს

 

 

მარში თავისუფლებისთვის - ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა მიმდინარეობს. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები შს სამინისტროსკენ მიდიან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველა იმ დაკავებულს, ვინც თითქმის ორთვიანი პროტესტის დროს ძალოვანების სისასტიკის მსხვერპლი გახდა. ხელისუფლებამ კი პოლიციის და სპეცრაზმის ანგარიშსწორება არასაკმარისად მიიჩნია და ახლა აქციის მონაწილეებს სასამართლოთი ემუქრება. 

სასამართლოში ბოლო ერთ თვეში 200-ზე მეტი საქმეა შესული და არცერთი იმ ძალოვანების წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა. სადამსჯელო რაზმებზე გადაფარებული "ოცნება" იმ ხალხის დაშინებას ცდილობს, ვინც ყოველდღე ქუჩაში ერთი მიზნით გამოდის - დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. პროტესტი არ გაჩერდება - ეს არის საზოგადოების პასუხი მოძალადე ხელისუფლებას. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები