შსს-სთან ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს (ვიდეო)
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გომელაურის უწყებასთან იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც ბოლო სპეცრაზმელებმა აქციებზე სქასტიკად სცემეს. ფოტოებზე ჩანან ისინი, ვისაც "ოცნების" ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ემსახურეთ საქართველოს" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი შსს-სთან არიან. მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, გომელაურის უწყებასთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც შსს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებს