"კობახიძე ჩუმად, გვირაბებით შეაპარეს უნივერსიტეტში" - სტუდენტების აქცია თსუ-სთან

25.05.24 10:30
"კობახიძე ჩუმად, გვირაბებით შეაპარეს უნივერსიტეტში" - სტუდენტების აქცია თსუ-სთან

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს ემალება. ახალგაზრდების თქმით, რუსული კანონის მომხრე პრემიერი დღეს თსუ-ში შეაპარეს. საერთაშორისო სანქციებთან მიახლოებულმა პრემიერ ლექციაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვის ზომებით შევიდა. 

თსუ-ს მეორე კორპუს ახლა პოლიცია ამაგრებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. 

ნიკო მანაგაძის თქმით, ლექციას, სავარაუდოდ, მხოლოდ "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები ესწრებიანდ ა არცერთი კობახიძის სტუდენტი აუციტორიაში არ ზის.

"ამჯერადაც გამოავლინა მხდალმა კაცმა სიმხდალე. რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. ფაქტობრივად, არცერთი მისი სტუდენტი არ არის ლექციაზე. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ", - განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ. 

უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით დგანან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტები კობახიძეს პროტესტით ხვდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები უნივერსიტეტთან წინა შაბათსაც იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ "ოცნების" პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდნა.

"დახვდი კობახიძეს" - აქციის ფარგლებში სტუდენტები პრემიერს უნივერსიტეტთან საპროტესტო ბანერებით ხვდებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები