ფიზიკური დაპირისპირება თსუ-სთან და ნაცემი სტუდენტები - კობახიძემ უნივერსიტეტი პროტესტის ფონზე დატოვა (ვიდეო)

25.05.24 12:20
ფიზიკური დაპირისპირება თსუ-სთან და ნაცემი სტუდენტები - კობახიძემ უნივერსიტეტი პროტესტის ფონზე დატოვა (ვიდეო)

 

 

 

ანგარიშსწორება წიხლებით, მუშტებით და ბილწი სიტყვებით! ირაკლი კობახიძის ფარად ქცეული ახალგაზრდული რაზმი, სტუდენტებს ისევ ფიზიკურად გაუსწორდა, პრემიერმა თსუ კი პოლიციის კორდონით და დაცვით შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა. 

"მონა..." - ეუბნებოდნენ უნივერსიტეტთან შეკრებილი რუსული კანონის მოწინააღმდეგები ქვეყნის პრემიერს სტუდენტები.

უნივერსიტეტთან მომხდარი დაპირისპირება, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე რამდენიმე სტუდენტი სცემს, პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა აშკარა ძალადობაში მხილებული არც ერთი ადამიანი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.

"როგორც კი ჩაჯდა აი ის მხდალი კაცი მანქანაში, ეგრევე გადმოვიდნენ კონკრეტული სტუდენტების მიმართ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებაზე. ერთ კაცს 10 კაცი ახტებოდა. ხედავდით პოლიციის უმოქმედობასაც, არანაირი ზომა არ მიუღიათ. არათუ არ დაუკავებიათ იქიდან, ვინც მოაწყო ეს ძალადობა, არამედ კორდონსაც კი არ აკეთებდნენ, რომ სიტუაცია დაეშოშმინებინათ", - ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.

პოლიცია კი წინა კვირის მსგავსად ამბობს, რომ ადგილზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაური სასწავლო დაწესებულებაში მალულად, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე შევიდა. ახალგაზრდების ინფორმაციით, პრემიერმა ლექცია პარტიულ აქტივსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა.

ფოტო: ზურა ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები