ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, ოპერამ პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა
ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, ოპერამ პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ მეცოსოპრანო სოციალურ ქსელში წერს და მოითხოვს, სასწრაფოდ შეიცვალოს ოპერის დირექცია.
"ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხაროდ!
დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ!
უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე რომელსაც ვაკვირდები უკვე რამოდენიმე წელია.
სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!" - წერს რაჭველიშვილი.