საქართველოში მიწისძვრა მოხდა

25.05.24 15:28
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 14:30 საათზე დაფიქსირდა, რომლის  სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდა იყო. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.

 

მსგავსი სიახლეები