ინვესტორები შეშფოთებით ადევნებენ თვალს, რა ხდება საქართველოში - ბედინეიშვილი

25.05.24 17:19
ინვესტორები შეშფოთებით ადევნებენ თვალს, რა ხდება საქართველოში - ბედინეიშვილი

გაძვირებული ცხოვრება, გაუფასურებული ლარი, გაქცეული ინვესტორები, ტურისტების გარეშე დარჩენილი ქვეყანა და სრული ეკონომიკური კოლაფსი.  ეს არის სცენარი, რომელსაც ეკონომისტები რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში პროგნოზირებენ. 

ამერიკის ანონსმა ხელისუფლების დასანქცირების შესახებ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა საქართველოს მომავალი. მართალია საერთშორისო შეზღუდვები რიგით მოქალაქეებს არ შეეხება, თუმცა ეს აისახება ქვეყნის იმიჯზე.

რუსული კანონის გამო ახლა გაჩნდა რისკი, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეული "ოცნების" ხელისუფლების გამო ქვეყანამ უცხოური ფული დაკარგოს, რადგან ეკონომისტების შეფასებით, ქვეყნის რეპუტაცია მოქალაქეებზე ძალადობამ და დარბევამ უკვე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 

კარგა ხანია, ინვესტორები შეშფოთებით ადევნებენ თვალს, რა ხდება საქართველოში. ამ რუსული კანონის დაბრუნება, მერე ეს  ძალადობრივი დამოკიდებულება პროტესტანტების მიმართ, ეს უკვე უარყოფითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე. სანქციები მერე უკვე მოჰყვა ამ ამბებს. მგონი ერთი წყალგამყოფი იყო, როცა მესამე მოსმენით მაინც გაიტანეს ეს კანონი. მაშინ იყო ერთი აშკარა რეაქცია ამ ყველაფერზე, რამაც გამოიწვია ბირჟაზე აქციების მკვეთრი შემცირება და ლარის გაუფასურება", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

მსგავსი სიახლეები