26 მაისის ღონისძიებაზე მინისტრმა ჩიქოვანმა თავისუფალი მედია რკინის ჯებირებს მიღმა მაოქცია
თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ 26 მაისის ღონისძიებაზე თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს არ მისცეს შესაძლებლობა, მთავრობის წევრებისთვის კითხვები დაესვათ. თავდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, მედია რკინის ჯებირებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც „პირველებს“ არ მიეცა საშუალება, ხელისუფლების წევრებისთვის კითხვები დაესვა. „ოცნების“ ყველა ლიდერი სანქციების შესახებ კითხვას თავს არიდებდა. ერთადერთი მინისტრი, რომელიც თავისუფალ მედიასთან მიუშვეს, ჯანდაცვის მინისტრი იყო, თუმცა მიხეილ სარჯველაძე სანქციების შესახებ კითხვას გაექცა. დაპირების მიუხედავად, კომენტარი არც საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
თავისუფალი მედიის გარდა დღევანდელ ღონისძიებაზე სანქცირბეული აღმოჩნდა ოპოზიციაც. წელს პირველად, ღონისძიებაზე ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის, თავდაცვის კომიტეტის წევრები, არ მოიწვიეს.