რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია-მსვლელობა დღეს 19:00 საათზე გაიმართება
"მარამდ და მუდადმ საქართველოს მე ვარ შენთანა!" - წინა დღეების მსგავსად რუსული კანონის მოაწინააღმდეგეები ისევ ქუჩაში გავლენ. შეკრება 19:00 საათზე ფილარმონიასთან არის დაანონსებული. საპროტესტოო მარშის ავანგარდში ისევ ახალგაზრდები იქნებიან. მოქალაქეები მსვლელობით ვაკის პარკთან მივლენ, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ მათი მთავარი არჩევანი ევროპაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც გადაუწყვეტია, რომ ამერიკისა და ევროპის და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დაგვტოვოს რუსეთის პირისპირ, რომ არ უღალატონ ჩვენს სამშობლოს, არ გაცვალონ სამშობლო ივანიშვილის ინტერესებზე და ფულზე და ამიტომ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს, - ამბობს ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.