საქართველოს დამოუკიდებლობას ბათუმშიც ზეიმობენ - დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონებშიც გაიმართება. სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილია სპორტული, კულინარიული და საბაშვო კუთხები. იგეგმება მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.
გამონაკლისი არც ბათუმია, სადაც დილიდან მოქალაქეები ანბანის კოშკთან ირკიბებიან. ადგილზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე კი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დროს საზეიმოდ 300 ბავშვის მიერ საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.