ვაკის პარკში სიტყვით გამოსვლები დასრულდა - მოქალაქეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლებენ
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლები დასრულდა. ადგილზე ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა. მოქალაქეები მსვლელობით ორბელიანიების სასახლისკენ წავლენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება იმართება.
მსვლელობის დაწყების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ აქციის ერთ-ერთმა გამომსვლელმა გააკეთა.