მოქალაქე, რომელსაც ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, ეჭვობს, რომ მის სოციალურ ქსელებს სუს-ი აკონტროლებს
მოქალაქე, რომელსაც ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, ეჭვობს, რომ მის სოციალურ ქსელებს სუს-ი აკონტროლებს.
ლექსო სამხარაძე, რომელიც გუშინ, რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატს 'მონას" ეძახდა", ბოლოს კი სიტყვიერი შელაპარაკება გინებაში გადაიზარდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, ჯაფარიძის მაღაზიაში მისვლამდე მის მეგობარს წერდა, რომ აღნიშნულ მარკეტში მისვლა თავად სურდა.
"ხალხის ძალის" დეპუტატის მაღაზიაში გამოჩენამ, მოქალაქეს გაუჩინა ეჭვი, რომ მის სოციალურ ქსელებს აკონტროლებენ.
მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს როგორიც ვიდეოს დასაწყისშია. ჩემი გინება მოყვა, იმათი მხრიდან დედის შეგინებას, მანქანიდან.
საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და მესენჯერს აკონტროლებდეს სუს-ი. თუნდაც ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვესაუბრე, მესენჯერის საშვალებით, ჩემ მეგობარს რომ მისვლას ვაპირებდი მაღაზიაში და ფორთოხლის ფულის გადახდას. რაც საკმაოდ კომიკური გამოვიდოდა, რასაც კოლაბორანტის მისვლა და ფორთოხლის საფასურის გადახდა მოყვა )) ჩემი აზრით, ასეთ ეროვნულ ტალანტს, თავში არც კი დაებადებოდა აზრი, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება გადაეხადა.
მადლობა მინდა მოვუხადო მაღაზიის მფლობელს და გამყიდველს, ძალიან კარგი პასუხისთვის, რასაც ვიდეოში ვუსმენთ და მადლობა ეკუთვნის იმ სტიკერებისთვის, რომლებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს. აუცილებლად გავიცნობ ამ კარგ ხალხს.
წინააღმდეგობა რუსულ რეჟიმთან უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე 🇬🇪🇪🇺
არ უნდა შეგვეშინდეს ციხის, გალახვის, სამსახურის დაკარგვის და სხვა რეპრესიების.
რუსეთის იმპერიასთან და მაგათ აგენტურასთან ბრძოლა, არასოდეს ყოფილა მარტივი.
ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ", - წერს სამხარაძე.
"ოცნების" დეპუტატი, რომელმაც გუშინ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, მარკეტში ბოდიშის მოსახდელად მივიდა და ფორთოხლის ფულის გადახდა მოიწადინა, თუმცა იქ მას რუსულ კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს.