"გაიფიცე საქართველოსთვის" - დედაქალაქში ახალი საპროტესტო წარწერები გაჩნდა

01.06.24 13:49
"გაიფიცე საქართველოსთვის" - დედაქალაქში ახალი საპროტესტო წარწერები გაჩნდა

"გაიფიცე საქართველოსთვის" - დედაქალაქში ახალი საპროტესტო წარწერები გაჩნდა. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ევროპისკენ მიმავალ ქვეყანაში რეპრესიულ კანონთან ერთად ვერავინ იცხოვრებს.

ამავდროულად, ხვალ, 2 ივნისს, 19:00 საათზე ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საზოგადოება პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება. ღონისძიება, სადაც ქართველი მომღერლები იმღერებენ, 21:00 საათზე დაიწყება. 

აქცია-კონცერტზე თანხა ანტიდემოკრატიული კანონის გაპროტესტეს დროს დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის შეგროვდება.

ხვალ საღამოს 9 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, სადაც გაიმართება აქცია-კონცერტი იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელიც გახდა რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მსხვერპლი სხვადასხვა ოდენობის ჯარიმით. შეგროვდება თანხა. კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 თვე არის დარჩენილი 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებამდე და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ენერგია და რესურსი გამოვიყენოთ რაციონალურად, ადეკვატურად და გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ რეჟიმის დასრულება გაფორმდეს", - ამბობს ნიკო მანაგაძე.

მსგავსი სიახლეები