"ხვალ ყველა ვერთიანდებით საქველმოქმედო აქციით" - მარიამ როინიშვილი
"ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმუშტად შეკრულ საქართველოს" - ამის შესახებ განცხადება მარიამ როინიშვილმა "პირველებთან" გააკეთა.
მომღერლის თქმით, ხვალ, 2 ივნისს საზოგადოება კვლავ ქუჩაში გამოვა და ერთხმად ეტყვის არას ივანიშვილის გუნდის ანტიევროპულ ინიციატივას.
ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმუშტად შეკრულ საქართველოს. ხვალ ისევ გავერთიანდებით, დავიხსნით ახალგაზრდებს და დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ საქმეს, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივად აკეთებენ. ხვალ ყველა ვერთიანდებით საქველმოქმედო აქციით", - ამბობს მარიამ როინიშვილი.
ცნობისთვის, ხვალ, 2 ივნისს, 19:00 საათზე ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საზოგადოება პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება. ღონისძიება, სადაც ქართველი მომღერლები იმღერებენ, 21:00 საათზე დაიწყება.
აქცია-კონცერტზე თანხა ანტიდემოკრატიული კანონის გაპროტესტეს დროს დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად შეგროვდება.