ნიღბიანი ბანდების თარეში თბილისში - რა ჩანს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა

01.06.24 15:06
ნიღბიანი ბანდების თარეში თბილისში - რა ჩანს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა

 

 

 

ნიღბიანი ბანდების თარეში თბილისში -  "პირველებმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, საღებავის შესხმის გზით როგორ აზიანებენ ნიღბიანი პირები კამერებს.  ჩვენი ინფორმაციით, ამ დროს ისინი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისთან გადაადგილდებოდნენ. ნიღბებს ამოფარებული ადამიანების ვინაობა უცნობია. ამ კადრების დამუშავება ამ წუთებში მიმდინარეობს. თუმცა ფაქტია, მაგალითად ბრიტანეთის სავიზო ცენტრთან მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა დიტო სამხარაძეს აქვს აღებული.

ბილწსიტყვაობით ცნობილი "ოცნების" დეპუტატი ახლა გაუჩინარებულია. ასპარეზზე კი მისი მარჯვენა ხელი და მას დაქვემდებარებული დეპუტატი ლევან მაჭავარიანი გამოჩნდა. რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი დღეს აქეთ იერიშზე იყო გადასული და ფორმალურადაც კი არ გაემიჯნა ოპოზიციური პარტიის ოფისის შუბებით დარბევას და ნიღბიანი ბანდის ანგარიშსწორებას.

 

მსგავსი სიახლეები