შსს-ს თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ ენმ-ის ოფისის დარბევის საქმეზე შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს

01.06.24 15:15
შსს-ს თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ ენმ-ის ოფისის დარბევის საქმეზე შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის საქმეზე შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს - ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა მუხლი შეიძლება მიენიჭოს გამოძიებას.

ოპოზიციური პარტიის დარბეულ ოფისთან ექსპერტ-კრიმინალისტები 12 საათის შემდეგ მივიდნენ. გარე პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. 

გამომძიებლებმა ტერიტორია დაასურათეს, მოწმეებისგან ჩვენებები აიღეს და ახლა მტკიცებულებების ამოღების პროცესი მიმდინარეობს.

რასაც გამოძიება დაადგენს, იმის მიხედვით იქნება კვალიფიკაცია. ყველაფერს ამოვიღებთ, ყველაფერი დაფიქსირდება და რაც საჭირო იქნება იმას გავაკეთებთ. თუკი დადგინდება რაიმე ახალი კვალიფიკაციის შეცვლა ჩვეულებრივად შეიძლება, ამიტომ რაც იქნება საჭირო, იმის მიხედვით გავაკეთებთ. ფიზიკურად ვერ გიპასუხებთ ახლა იმაზე, ვხედავთ თუ არა სხვისი ნივთის დაზიანების გარდა სხვა დანაშაულის ნიშნებს", - ამბობს გამომძიებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობა ორგანიზებულ დანაშაულზე - გომელაურის უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხოლოდ მინის ჩამსხვრევა დაინახა და გამოძიებაც სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. არადა სახეზეა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების მთელი კრებული. დანაშაული კი ჯგუფურად იყო ორგანიზებული, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ფაქტებით და კადრებით დგინდება, რომ ნაციონალური მოძრაობისას ოფისის დარბევაში 100-მდე ნიღბიანი ბანდის წევრი მონაწილეობდა. თავდასხმა ორგანიზებულად, რკინებით, ქვებით და ხის შუბებით მოხდა.

მსგავსი სიახლეები