ლიტერატურული სამყარო ერთიანია - თბილისის წიგნის ფესტივალზე გამომცემლებმა და მწერლებმა რუსული კანონი გააპროტესტეს

01.06.24 15:24
ლიტერატურული სამყარო ერთიანია - თბილისის წიგნის ფესტივალზე გამომცემლებმა და მწერლებმა რუსული კანონი გააპროტესტეს

მწერლების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლებმა და მწერლებმა "ოცნების" ხელისუფლებას ცენზურის დაწესების მცდელობის აღკვეთა მოსთხოვეს.

ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოწყობილ დიდ სცენაზე ხელოვანები დემონსტრაციულად ავიდნენ და  საქართველო-ევროკავშირის დროშები გაშალეს.

თავისუფალ ხელოვანებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რეპრესიული კანონი ქვეყანას არა მხოლოდ ევროპას დააშორებს, არამედ თავისუფლებისმოყვარე ადამიანებსაც ჩარჩოებში მოაქცევს.

ჩვენ ამით ვაჩვენეთ, რომ ქართული ლიტერატურა არის ერთიანი. როგორც აქამდე ვიყავით ერთიანი კრიტიკულ მომენტებში, ასევე ვრჩებით ერთიანები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა დღეს", - ამბობს მწერალი ტორესა მოსი.

მსგავსი სიახლეები