თავდასხმა ენმ-ის ოფისზე და არც ერთი დასჯილი მოძალადე - საგამოძიებო მოქმედებებში უშუალოდ თენგიზ სისაური ჩაერთო

01.06.24 17:14
თავდასხმა ენმ-ის ოფისზე და არც ერთი დასჯილი მოძალადე - საგამოძიებო მოქმედებებში უშუალოდ თენგიზ სისაური ჩაერთო

16 საათი ორგანიზებული თავდასხმიდან და არც ერთი დასჯილი მოძალადე - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ამბობს, ვინ არიან ნიღბებს ამოფარებული ბანდის წევრები, რომლებმაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შენობა დაარბიეს.

კახეთის გზატკეცილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური მივიდა,  რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში ჩნდება ხოლმე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის შიგნითა ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ახლა მტკიცებულებების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს.