გზა ბავშვობიდან დიდ პოლიტიკამდე - მამუკა ხაზარაძის საავტორო ნამუშევარი უკვე ხელმისაწვდომია
გზა ბავშვობიდან დიდ პოლიტიკამდე - მამუკა ხაზარაძის საავტორო ნამუშევარი უკვე ხელმისაწვდომია.
"სიმართლე გითხრათ" - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ავტობიოგრაფიული შინაარსისა და პოლიტიკოსის განვლილ ცხოვრებას დეტალურად აღწერს. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვობის მოგონებების მიმოხილვას და ბიზნესში პირველ ნაბიჯებს.
ნამუშევრით მკითხველი მიხვდება, როგორ იცვლებოდა დროსთან ერთად პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის ცხოვრება და როგორ დაიწყო მის წინააღმდეგ პოლიტიკური და კრიმინალური დევნის ისტორია.
ავტორის თხრობა მოულოდნელი რაკურსით აცოცხლებს 90-იანი წლების მძიმე რეალობას და გვაცნობს შოკისმომგვრელ ფაქტებს ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულიდან.
ეს წიგნი არის ჩემი განვლილი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არის დოკუმენტური წიგნი, რომელიც ერთ მიზანს ისახავდა. მე მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ მინდოდა, რომ გადმომეცა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევიდან დღევანდელ დღემდე, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და როგორ მოხდა გეგმური ეკონომიკიდან საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში ბიზნესისა და საქმის აწყობა თანამედროვე მეთოდებით", - ამბობს ხაზარაძე.