ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკანონოდ დაკავებულებს ფინანსურად და მორალურად დავეხმაროთ - ქადაგიძე

01.06.24 17:58
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკანონოდ დაკავებულებს ფინანსურად და მორალურად დავეხმაროთ - ქადაგიძე

თბილისში ხვალისთის მასშტაბური შეკრებისთვის ემზადებიან -  გიორგი ქადაგიძის განცხადებით, უკანონოდ დაკავებულების ფინანსურად და მორალურად დასახმარაბლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იქნება ეს ხვალინდელი, ზეგინდელი, თუ მომდევნო აქცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები, უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი აზრის გამოხატვისთვის და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის დააკავეს, დავეხმაროთ, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ისევ ერთობით და ისევ  რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისში მასშტაბური შეკრებაა დაანონსებული. ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ერთი კანონით ყველა ევროპული მიღწევა ქარს გაატანა, ისევ ქუჩაში ელოდებიან. ხვალ საღამოს განსხვავებული შეკრება იქნება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან ქართველი მომღერლები გაამხნევებენ და მუსიკალური ნომრებს შესთავაზებენ. ხვალ ხალხი აპირებსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო აფსურდული ბრალდებით დაჯარიმებულ თანამებრძოლებსს ჯარიმებისსს ფული შეუგროვონ.

მსგავსი სიახლეები