"დანაშაულის გახსნა ტელევიზორის ყურების დროს" - სისტემის ნოუ-ჰაუ თავისუფალი თაობის წინააღმდეგ
"დანაშაულის გახსნა ტელევიზორის ყურების დროს" - სისტემის ნოუ-ჰაუ თავისუფალი თაობის წინააღმდეგ.
სისტემა სამოქალაქო აქტივისტების დევნისთვის, ყოველ პროცესზე სრულიად ახალ მეთდოებს იგონებს. პროცესებზე აგზავნიან პოლიციელებს, რომლებიც სრული სერიოზულობით ყვებიან, რომ დანაშულის შესახებ ტელევზიით შეიტყვეს.
გიორგი ჩარექაშვილი, ძველი თბილისისი კრიმინალური პოლციიის თანაშრომელი, პროცესზე რელიგიური ფიცის დადების შემდეგ, ამტიცებდა რომ 14 მაისს პოლიციის შენობაში ტელევიზორს უყურებდა, ერთ-ერთ არხზე დაინახა რომ აქტივისტი თორნიკე ნინიკაშვილი აქციაზე იგინებოდა, ეს დანაშუალი პოლიციელმა მოინიშნა, ოქმის დაწერა, მყისირად დაეზარა, რამდენიმე დღეში კი აქტივისტის ქმედება გაახსენდა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ეს საქმე პოლიციელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან სასამართლოში მისულმა სულ სხვა კადრები მიიტანა.
აქციის მოანაწილეების წინააღმდეგ საქმეებს სასამართლოში მეორე თვეა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანაშრომელი სოფიო პაპასკირიც
პაპასკირი წყობიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც "შაბათის ეთერის" ჰკითხა - რატომ მიიყვანა ცრუ მოწმე პოლიციელი გიორგი ქუმელაშვილი სასამართლოში, რომელიც ამტკციებდა, რომ დანაშუალს ტელევიზორში უყურა.
გომალურის უწყების თანამშრომელი, "შაბათის ეთერს" არწმუნებდა, რომ პროცესზე პოლიციელი არ ყოფილა, თუმცა „ტვ პირველის“ არქივი თავად სოფიკო პაპასკირის და ცრუ მოწმე პოლიციელის გიორგი ქუმელაშვილის კადრებსაც ინახავს, როდესაც გამომძიებელს გამომძიებელმა ჟურნალისტმა ეს უთხრა, მოულოდნელად საქალაქო სამართლოს ერთ -ერთ დარბაზში ჩაიკეტა. „შაბათის ეთერის“ კითხვებს დაემალა გიორგი ქუმელაშვილიც, ცრუ მოწმე პოლიციელიც
სავარუდო ცრუ მოწმე პოლიციელია ასევე გიორგი კოტიაშივლი. ისიც სასამართლოში ამტკიცებდა რომ 21 წლის მარიამ ქვრივიშივლი პარლამენტში შეჭრას აპირებდა და ამ დანაშაულს ტელევიზორში უყურა.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა საქმეებს სასამართლოში, უმეტესად სამი მოსამართლე განიხლვას. ირაკლი ჩიკაშუა, კობა ჩაგუნავა და ლელა ჩაგარეიშვილი. მტკიციებლების გარეშე აქტივისტებისთვის სასჯელის დაკისრება სწორედ მათ სახელს უკავშირებდა.
დეტალები ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.