სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად დღეს თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება

02.06.24 10:23
სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად დღეს თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება

თბილისში აქცია-კონცერტისთვის ემზადებიან. დღეს საღამოს 21:00 საათიდან მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. რუსული კანონის წინააღმდეგ და სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად სცენას ქართველი არტისტები დაიკავებენ. ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლები სამოქალაქო პროტესტს დღეს მუსიკალური ნომრებით გააფორმებენ. მოქალაქეები დღეს აპირებენ, თანხა შეუგროვონ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმმა თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო დასაჯა. 

მე ქუჩაში ბევრს დავდივარ და ვხედავ,რომ ყველას უყვარს ერთმანეთი. აქ არ არის პრობლემა, არე პოლიტიკურ პრობლემებზეა ლაპარაკი და იმ კანონზე. ისე, დახვდებათ ბევრი სიყვარული და ბვერი მუსიკა. ასე რომ, წაემარებას ვუსურვებ ამ ახალაგზრდობას და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ ყველას ერთად გვინდა ნორმალურ, გავითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მსოფლიო წინ არის ძალიან, ბევრად წინ არის, ვიდრე რუსეთი და ჩენ რუსეთი ნამდვილად აღარ გვინდა, - ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი. 

მსგავსი სიახლეები