თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - გდდ-ში არ ამბობენ, გამოჰკითხეს თუ არა მათი თანამშრომლები
მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ხელს პირდაპირ ადებს 5 სპეცრაზმელს, რომლებიც მისი თქმით, ენმს ოფისზე თავდასმხაში მონაწილეობდნენ, ამ გარემოებით ამ დრომდე სამართალმდამცავი უწყება არ დაინტერესებულა. "პირველები" გდდ-ში მივიდა, რათა გაეგო, დაიბარეს თუ არა ვინმე გამოკითხვაზე, თუმცა იქ პასუხის გაცემა არავინ ისურვა.
გამოკითხვაზე რატომ უნდა დაებარებინათ? გაბრძანდით, - უთხრა "პირველებს" გდდ-ს თანამშრომელმა.
კითხვას არ შსს-ს იმ გაყოფილებაშ პასუხობენ, რომელიც მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ოფისზე თავდასხმიდა უკვე 33 საათი გავიდა, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არც გამოკითხული ჰყავს ვინმე და არც ადკავებული. პარტიის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ გამოძიება ფორმალურად არის დაწყებული და რეალურად თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას.