რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ტერორი გრძელდება - ზონდერ ჯგუფები ახალ მასშტაბებზე გადიან

02.06.24 14:01
რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ტერორი გრძელდება - ზონდერ ჯგუფები ახალ მასშტაბებზე გადიან

ივანიშვილის რეჟიმმა ტაქტიკა შეცვალა. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების სახლიდან გამოტყუებას  ზონდერ ჯგუფები ახლა მარწყვით ცდილობენ. შუაღამეს ანტირუსული აქციების მონაწილეს ანა სუბელიანს უცნობი პირი აიძულებდა, ეზოში ჩასულიყო, რომ მისთვის ხობიდან  ჩამოტანილი მარწყვი ეჩუქებინა.

ზონდერების მეორე ნაწილი ქუჩაში ადევნებას განაგრძობს. "ოცნების" ე.წ ტიტუშკების მსხვერპლი ამჯერად გიორგი უშიკიშვილი გახდა. მომღერალს ქუჩაში ავტომობილით აედევნენ და აგინეს. ამის შემდეგ უშიკიშვილის დაშინება სოციალურ ქსელშიც სცადეს. 

ადამიანები, რომლის დაშინებასაც ცდილობენ, ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს მეთოდი არ გაჭრის, რადგან არაფრის ეშინიათ და არც პოზიციის შეცვლას აპირებენ.

კურდღლებმა როგორ უნდა შეგშინონ. ესენი არიან მშიშარა ხალხი, რომლებიც ასე, მანქანით ადევნებით, მანქანიდან იგინებიან, ილანძღებიან და ა.შ., მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ დიდი სიმშვიდით, მეტი კულტურით და ზუსტად საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ გინება და შეურაცხყოფეფის მიყენება ეს არ არის... ისინი ხომ ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე ქართულ ტრადიციებზე? რაც არ არის ტრადიცია ქართული, არის ეს, რომელსაც თავად აკეთებენ ახლა, რომ ადამიანებს აგინებენ ად შეურაცხყოფას აყენებენ. არ შეიძლება, რომ კურდღლების გეშინოდეს, - ამბობს გიორგი უშკიშვილი.

შუაღამეს დაურეკეს ასევე ნანა დიხამინჯიას, ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართულია კანონის საწინააღმდეგო პროცესებში. დიხამინჯია ამბობს, რომ მთელ ოჯახს დაურეკეს და დაშინება სცადეს. 

მსგავსი სიახლეები