რუსული კანონის მხარდამჭერ ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში "მონა" და "მოღალატე" ეძახეს

02.06.24 16:27
 რუსული კანონის მხარდამჭერ ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში "მონა" და "მოღალატე" ეძახეს

ელისო ბოლქვაძის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ვაკის პარკში დღეს "მონა" და "მოღალატე" ეძახეს. კვირა დღეს დასასვენებლად პარკში გასული ვიქტორ სანიკიძე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხალხი მილიონერ დეპუტატს განმატებას სთხოვდა, რატომ დაძლია ვეტოდადებული კანონი, რაზეც "ოცნების" წევრს თავის მართლება უჭირდა.

კადრებში ჩანს, რომ ერთი მოქალაქის პროტესტს სხვებიც შეუერთდნენ. ჩანაწერში, სულ მცირე, ოთხი ადამიანის ხმა ისმის. 

კლუბში მიღება გვინდა,? ევროპაში მიღება გვინდა? კლუბი რომ გეუბნება, რომ აი, ეს უნდა დააკმაყოფილო... 1557 კანონი რომ გვაქვს მაინც და მაინც იმ კანონს რატომ იღებ, რომელიც იმ კლუბში შესვლას გიბლოკავს?, - უთხრა მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატს. 

"ოცნების" წევრი ვაკის პარკში მისთვის მოწყობილ აქციას მობილურით იღებდა, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ იმ მოქალაქეების იდენტიფიცირება შეძლოს, ვინც მას "მონა" ეძახა. 

მსგავსი სიახლეები