ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს მალავს - რატომ არ აწყობთ გამჭვირვალობა?

02.06.24 16:51
ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს მალავს - რატომ არ აწყობთ გამჭვირვალობა?

გამჭვირვალობის მომხრე ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს მალავს. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 მილიონი ლარის დამალული კონტრაქტები დათვალეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "რადიო თავისუფლებიდან"დაადგინეს, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე 500-მდე ხელშკრულება ატვირთული არ არის. მიზეზად შესყიდვების სააგენტო, ტრადიცულად, ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.

გამარტივებული შესყიდვების შესახებ სრულ ინფორმაციას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არც გამომძიებელმა ჟურნალისტებმთავრობის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციები ასაჯაროებენ. შესყიდვების სააგნეტო პორტალზე 500-მდე ხელშკრულება ატვირთული არ არის. 

არასამთავრობოები კანონდარღვევაზე მიუთითებენ. 

პირდაპირ არის კანონდარღვევა, საუბარი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, შსს-ზე, მთავრობის ადმინისტრაციაზე და კიდევ დაახლოებით 19-მდე უწყებაზე, რომლებიც კანონის სრული დარღვევით ამ ასაჯროებენ ყველა მათ შესყიდვას. ანუ იმ ფულს, რომელსაც აგროვებენ საკუთარი გადასახადებიდან მოქალქეები ბიუჯეტში და შემდეგ ის იხარჯება კონკრეტულ კონტრაქტებში, ეს ინფორმაცია სერულად საჯარო არ არის. წლების განმავლობაშ შესყიდვების სააგენტო, ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ამ გამჭვირვალობაზე, ამბობდა, რომ არსებობს ტექნიკურ ხარვეზი, რომლის გამოც არ არის საჯარო ეს კონტრაქტები, თუმცა რაც დაამტკიცა „რადიო თავისუფლების“ ამ გამოძიებამ არის ის, რომ რეალურად, ეს კონტრაქტები არის ატვირთული ამ სისტემაში, თუმცა ისინი ტექნიკურად დამალულია, ადევს ე.წ. ბოქლომი. თუ სადმე არის გამჭვირვალობას პრობლემა, ეს არის ზუსტად ბიუჯეტის ფულის ნაწილში, - ამბობს „საერთაოშიროს გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები