აფეთქებები რუსეთში - კომის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, ქალაქო უხტასთან კომის ქარხანაში 10 ათასი კუბური მეტრის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქარხნის კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ერთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Baza Telegram-ის არხი წერს, რომ ხანძარი კვირას, 2 ივნისს შუადღისას გაჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძრის დაწყებამდე ქარხნის მიდამოში „რამდენიმე აფეთქება“ გაიგეს, შემდეგ კი იქ კვამლი შენიშნეს.