"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - რესპუბლიკის მოედანზე დღეს საქველმოქმედო მარათონი გაიმართება
ხელისუფლების დაკვეთით დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად ხალხი ერთიანდება. ერთ საათში რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო მარათონი იწყება. "მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კონცერტს, სადაც ივანიშვილის რეჟიმის უსამართლო მოქმედებებს გააპროტესტებენ და რეპრესიების მსხვერპლ ახალგაზრდებს თანადგომას გამოუცხადებენ.
აქციებში მონაწილეობისთვის დასჯილი ადამიანების დახმარება მუსიკოსებმა მაშინ გადაწყვეტეს, როცა გაიგეს, რომ დაჯარიმებულების დიდ ნაწილს სოლიდური ჯარიმის გადახდა, უბრალოდ, არ შეუძლიათ. საქველმოქმედო აქცია-კონცერტი 21:00 საათზე იწყება. სცენაზე 50-მდე მუსიკოსი ავა. მომღერლები და მაყურებლები ერთად შეაგროვებენ იმ თანხას, რომელიც სასამართლომ რუსული კანონის მოწინააღმდეგებს გამოუწერა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.