რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტი დაიწყო
რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტი დაიწყო. შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. ადგილზე მუამრავი ადამიანია შეკრებილი. მოქალაქეებს სიტყვით რატი ამაღლობელმა მიმართა.
"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კონცერტს, სადაც ივანიშვილის რეჟიმის უსამართლო მოქმედებებს აპროტესტებენ და რეპრესიების მსხვერპლ ახალგაზრდებს თანადგომას უცხადებენ. აქციის მიზანია დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც მურუსიძის სასამართლომ უსამართლოდ დააჯარიმა.