"დროას" წევრი მარიამ სიჭინავა ზონდერებმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინი სცემეს
"ოცნების" ზონდერ ჯგუფები სამეგრელოშიც გამოჩნდნენ. ეგრეთ წოდებული ტიტუშკები თავს "დროას" წევრს დაესხნენ. მარიამ სიჭინავას მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრის ინფორმაციით, ის ხელკეტით სცემეს. სიჭინავამ თავდამსხმელი ამოიცნ. ის თამაზ წურწუმიაა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ჯერ ხელკეტით სცემა, შემდეგ კი აგინა.
დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა Tamaz Wurwumia , ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე.
მედიებს ვთხოვ, არ ვაპირებ ეს ახვრები ვაპიარო და ამ თემაზე არ დამირეკონ.
არავის, აბსოლუტურად არავის, არ შეგრჩებათ ეს სიგიჟე, - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.