საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმეგეების პროცესები იწყება - დღეს 12 ადამიანს გაასამართლებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პროცესი იწყება. 12 ადამიანს შინაგან საქმეთა სამისტრო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. გომელაურის უწყებას ახალგაზრდების წინააღმდეგ ფოტოსურათები და ვიდეო აქვთ. საგულისხმოა ისიც, რომ ანტირუსული დემონსტრაციიის მონაწილეებს კლანის წევრი მოსამართლე ასამართლებს. "პირველების" ინფრომაციით, 12 დან 11 საქმე სწორედ კობა ჩაგუნავას დააწერეს.
ადვოკატების შეფასებით, არცერთ კადრში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ასეთ სასამართლო პროცესებზე ბოლო დროს შეინიშნება ის, რომ ვიდეომტკიცებულებები არის წარმოდგენილი ზოგადი, ზოგადი ვიდეომასალა, კონკრეტულ ამ ვიდეოშ არ ისახება ხოლმე დაკავებული პირი, თუ როგორ მოხდა ეს დაკავებები და სასამართლო ძალიან სამწუხაროდ, იღებს მტკიცებულებად ამას, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
კიდევ ერთი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე პირადპირ ამბობს, რომ ხელისუფლება თავისუფალი ახალგაზრდები დაშინებას ცდილობს.
სასამართლო ყველა შუამდგომლობას უკმაყოფილებს. ეს რას ნიშნავს? რომ შსს და კლანი არიან ერთამენთთან შეთანხმებულები, რომ ყველა ეს ადამიანი დააჯარიმონ და დააშინონ. თავისუფალ ადამიანებს ვერავინ შეაშინებს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.