არ გვეშინია, ვერ შეგვაჩერებთ! - საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს

03.06.24 13:59
არ გვეშინია, ვერ შეგვაჩერებთ! - საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს

მოსამართლე კობა ჩაგუნავა ამ დრომდე არკვევს, დაარღვიეს თუ არა ანტირუსული აქციის მონაწილეებმა კანონი გმირთა მოედანზე. მოსამართლე ორ საათზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგენილ კადრებს ათვალიერებს.

პროცესს თვალს ადევნებენ ახალგაზრდები, მათ შორის არიან სტუდენტებიც. ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რას ედავება მათ გომელაურის უწყება, რადგან გზა ანტირუსულ დემონსტრაციაზე ხელოვნურად არ გადაუკეტავთ. აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება მტკიცებულებების გარეშე დაიწყო. მათ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ეს მათ ვერ გააჩერებთ.

სასამართლო არ იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს. არ მაქვს იმედი იმისა, რომ გაამართლებს, მითუმეტეს, როცა კლანის მოსამართლე განიხილავს ამ საქმეს. ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს, მსგავსი რაღაცეების არ გვეშინია. პირიქით, უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მეტნი გამოვალთ და ეს გადსაწყვეტილება  და ეს ჯარიმა არ იქნება შემაფერხებელი ჩვენთვის, რომ არ გამოვიედთ გარეთ, - ამბობს მოქალაქე.

კიევ ერთი მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩნებლად ყველანაირ მდაბიო და უღირს ქმედებას მიმართავს. 

ყველა მხრეიდან დივერსია ხდება: გვირეკავენ, გვაგინებენ, სასამართლოში გვაჯარიმებენ, სადარბაზოსთან გვხვდებიან, ჩვენს საქმიანობას ემუქრებიან და ა.შ. მოკლედ, ყველანაირ უღირს და მდაბიო ფორმას მიმართავენ ეს ხალხი თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, - ამბობს აქტივისტი.

ერთ-ერთი საქმე, რომელიც მოსამართლე ლელა ხაგარეიშვილს აწერია, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციელმა ოქმი 6 დღის დაგვიანებით სამუშაო ოთახში შეადგინა. ინტერესების დამცველის თქმით, დაკავებულს გამოძიება პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას და პარლამენტში შევარდნას ედავება, თუმცა ნესსტან ლონდარიძის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამუშო კაბინეტში სატელევიზიო გადაცემების ლაივ რეჟიმში ყურების დროს. პოლიციელი, რომელმაც შეადგინა ოქმი, მიუთითებს, რომ თითქოს ამ პიროვნების მიერ ფიქსირდებოდა პარლამენტის მიმდებარედ რკინის ჯებირის დაზიანება და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიყენებული პოლიციელების მიმართ, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფით და ჟესტიკულაციით. ვიდეოკდარები, რომელიც იყო წარმოდგენილი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირს ნამდვილად არ ჰქონდა განზრახვა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრის და ითუფრო, საერთდო ხმა ამ პირის არ ისმის კადრებში, არათუ ჟესტიკულაცია, - ამბობს ადვოკატი. 
 

მსგავსი სიახლეები