რუსული კანონის მოწინააღმდეგე 11 ახალგაზრდის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე 11 ახალგაზრდის საქმეზე მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომლის პროცესიც საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდაწარმოება 174 მუხლით არის დაწყებული.
"პირველები" შეეცადა შსს-ს წარმომადგენელისთვის დაესვა კითხვა, რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ აქტივისტების წინააღმდეგ, თუმცა კონკრეტული პასუხი სამართალდამცველებისგან ვერ მიიღო.
ადვოკატები კი ამბობენ, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც ფრაგმენტული ხასიათის არის, სწორედ ამიტომ აღნიშნული მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
აქტივისტები ამბობენ, რომ დაჯარიმების არ ეშინიათ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
ძალიან მცირე მონაკვეთი იყო ნაჩვენები. არაფერზე არ აქვთ პასუხი, საიდან მოიპოვეს, იდენტიფიცირება როგორ მოხდა. არავის ეშინია ამათი 500 ლარიანი ჯარიმების. ბრძოლა იქნება ბოლომდე, - ამბობს მოქალაქე.