უახლოეს საათებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

03.06.24 17:53
უახლოეს საათებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

დღეს, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში, 4 ივნისის ღამის ჩათვლით, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი).

მსგავსი სიახლეები