თბილისში ნიღბიანების ბანდა დათარეშობს - შსს არ იმჩნევს

03.06.24 20:28
თბილისში ნიღბიანების ბანდა დათარეშობს - შსს არ იმჩნევს

 

 

იძებნება დიმიტრი სამხარაძე, რომელმაც ნიღბიანების ბანდასთან კავშირი, პრაქტიკულად, თავად აღიარა და ამის შემდეგ გაუჩინარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამხარაძეს დღეს "ოცნების" ლიდერებიც კი გაემიჯნენ. "პირველების" ხელში კი არის კადრები, სადაც ვაკეში სამოქალაქო სექტორის ოფისებზე თავდამსხმელთა დაჯგუფება ჩანს. მასალის მიხედვით, ერთი დამნაშავის იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი, მაგრამ ძალოვანი უწყება უმოქმედობის რეჟიმზეა გადასული. 

სამი დღის შემდეგ, არც არავინ დაუკავებიათ და არც არავის იდენტიფიცირება მომხდარა ენმ-ის ოფისის დარბევის ფაქტზეც. არადა, მოძალადეთა რაზმის წევრების ვინაობის დადგენისთვის სამართალდამცველებს დროც საკმარისი ჰქონდათ და მასალებიც, მაგრამ ამის მიუხედავად,  პოლიციელები დღის ბოლოს პარტიის ოფისში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ იმ მოტივით, რომ თითქოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება უნდოდათ. სამართალდამცველების გამოჩენას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები